თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დასასრულის დასაწყისზე, – მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ წინსვლაზე განცხადებები კეთდება, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ზონას ჯერ არაფერი ეტყობა. ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ასი ათასამდე ადამიანი ამ დრომდე არაადამიანურ პირობებში რჩება საოკუპაციო ძალების ალყაში მყოფ მარიუპოლში.
თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს პოლიტიკის ინსტიტუტის დამაარსებელმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ უპასუხა.