რთველი რაჭა-ლეჩხუმში

12:29, 07.11.2026

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პაპუნა მარგველიძემ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უსახელოურის რთველში მიიღო მონაწილეობა. რთველი ლეჩხუმში დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის გადამუშავებულია 1 518 ტონამდე ყურძენი. მოსავალს მევენახეებისგან როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ იბარებს. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს რთველმა რაჭა-ლეჩხუმში შეუფერხებლად ჩაიარა. რაჭაში რთველი უკვე დასრულებულია. მოსავალი 1 500-მდე მევენახემ დააბინავა.

მსგავსი