როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი. მის მიერ შესრულებული „ჩაკრულოს“ ჩანაწერი მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“ ოქროს ფირფიტით, მზის სისტემაში გაიტანა.

„ჩაკრულო“ ნასამ მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერას შორის შეიტანა. ამ ჩანაწერში როსტომ საგინაშვილი „ჩაკრულოს“ ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა. ჩანაწერი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ამერიკაში გასტროლის დროს, 70-იან წლებში გაკეთდა.