როგორ მუშაობს სამაცივრე და შესანახი მეურნეობა ქარელში

▶ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ქარელის რაიონში.

რამდენად უწყობს ხელს შესანახი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის არსებობა ფერმერთა მოსავლის დაბინავებასა და სეზონურ რეალიზაციას, რამდენად მზარდია მასზე ფერმერთა მოთხოვნა და როგორ ყალიბდება სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობები მომგებიან ბიზნესად.

▶რუბრიკაში #არტიშოკი გაიგეთ თბილისიდან სოფელ ჩარდახში გადასული ქალის დაუჯერებელი ამბავი, გზა ქიმიოთერაპიიდან ფერმერულ თერაპიამდე.

როგორ შექმნეს მცირე მეურნეობა ნათხოვარი კრუხით დაჩეკილმა წიწილებმა, ორმა თხამ, ორმა გოჭმა და ვარდებმა. ნახეთ, როგორ მოარჩინა ქალბატონი ქეთი საკუთარ მეურნეობაზე ზრუნვამ და რატომ არის ბუნება ყველაზე კარგი მკურნალი.

ფერმა

წამყვანი: ნუცა გამცემლიძე

დატოვე კომენტარი