როგორ ყალიბდება აგრობიზნესად ზაზა ხაჭაპურიძის მეცხოველეობის ფერმა

▶ #ფერმა ქარელის რაიონში როგორ შექმნა და განავითარა ზაზა ხაჭაპურიძემ მეცხოველეობის ფერმა, რამდენად გაზარდა რენტაბელობა ადგილობრივი ჯიშების ევროპულით ჩანაცვლებამ, როგორ უნდა დაგეგმოს და მართოს ფერმერმა როგორც მერძეული, ასევე მეხორცული წარმოება.

ნახეთ, როგორ ყალიბდება მომგებიან აგრობიზნესად ხაჭაპურიძეების საოჯახო მეურნეობა!

 

▶ რუბრიკაში #არტიშოკი ნახეთ, თბილისიდან ბროწეულას დასახლებაში საცხოვრებლად გადასული ოჯახი, რომელმაც აგროტურისტული საქმიანობა წამოიწყო, გაიცანით მადლიანი მიწის მადლიერი დიასახლისი გულიკო ფანჩულიძე, რომელმაც სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემო შექმნა და გაიგეთ ერთი საიდუმლო, რატომ ხარობენ გამორჩეულად ბროწეულას დასახლებაში ბროწეულები!

ფერმა

დატოვე კომენტარი