რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილე

10 ივლისი რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა. ცნობილ ქართველ კომპოზიტორს ასი წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ მის მშობლიურ მხარეში. ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა, იმართება სხვადასხვა ღონისძიება.

ბაღდათის კულტურის ცენტრის ეზოში დღეს კომპოზიტორის ბიუსტი გაიხსნა. დღესვე მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება კონცერტი ანსამბლ „ქართული ხმების“, „ჩვენი კვარტეტის“ და ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა.