უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პოლიტიკასა და ეკონომიკას, პოლიტიკასა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთობას.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობას და თქვა, რომ მსოფლიო „ხუთ ქვეყანაზე მეტია“, რითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა.