საქართველოში მარიხუანის მოხმარება და საექსპორტო პროდუქციის მისაღებად, კანაფის მოყვანა-წარმოება მკაცრად რეგლამენტირებული იქნება. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც შესაბამისი კანონპროექტის ავტორია. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
მინისტრი აცხადებს, რომ უწყება მზად არის, გაუმკლავდეს რისკებს. ცვლილებების მიხედვით, დადგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა, როგორც მოხმარების წესების, ისე მოყვანა-წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში.
თამარ წიკლაური გვეტყვის დეტალებს.