რეგულაციები ფარმაცევტული კომპანიებისთვის

ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, ექსპორტის უფლება 2025 წლამდე მიეცათ. გარდა ამისა, ფარმაცევტულ საწარმოებს, აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც  ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. გარდამავალი ეტაპის დაწესების შესახებ ინფორმაცია, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა.

შეგახსენებთ: 2022 წლის იანვრიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP–სტანდარტზე გადასვლა სავალდებულო ხდება. ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას.