„რანინას“ შესარჩევი ტური დაიწყო

საქართველოს პირველ არხზე საბავშვო მუსიკალური პროექტის რანინას შესარჩევი ტური დაიწყო. ქასთინგზე 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ათი კონკურსანტის ვინაობა, რომელსაც სპეციალურად შერჩეული, ოთხი წევრისგან შემდგარი ჟიური აარჩევს, საახალწლოდ იქნება ცნობილი. შერჩეული კონკურსანტები სამთვიან მუსიკალურ ტელემარათონს გაივლიან.

ჯერჯერობით უცნობია კონკურსის სამი წევრისგან შემდგარი ჟიურის ვინაობა. „რანინას“ მესამე სეზონის გამარჯვებული, 2020 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. მაყურებელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „რანინას“ პირდაპირი ეთერის ყურება და კონკურსანტების გულშემატკივრობა გაზაფხულიდან შეეძლება.

რანინა

 

დატოვე კომენტარი