საქართველოში პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რაგბიში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს შემოგთავაზებთ. ტურნირზე გახსნითი შეხვედრა დღეს უკვე გაიმართა. ერთმანეთს საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით 40:5 დასრულდა.
ამასთან, საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შესთავაზებს მაყურებელს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი მეათედ, საფრანგეთის ცხრა ქალაქში გაიმართება. გახსნით და დასკვნით მატჩებს პარიზის „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.