ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. ამის შესახებ რაფაელ გროსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ, ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას – სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ქმედებები მის დასაცავად,“ – წერს რაფაელ გროსი.
გასული დღეების განმავლობაში რაფაელ გროსმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.