რადიო “მოზაიკას” დირექტორის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე შეწყდა
გორის რაიონულმა სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, რადიო “მოზაიკას” დირექტორის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს დოლუაშვილის ადვოკატი.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის თქმით, სასამართლომ უთხრა შსს-ს, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, შეუძლებელია, პირი დამნაშავედ ცნონ. მისი განმარტებით, ისინი აპირებენ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართონ აღნიშნული პოლიციელების დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე.