შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ – ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“). ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.