სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი – ასეთია ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შედეგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადის შედეგი გააუმჯობესა და საფრანგეთში მიმდინარე უდიდეს სპორტულ ფორუმზე 206 ქვეყანას შორის გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.
პირველობა არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ – მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს ლაშა ბექაურიც. განსაკუთრებთ ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო პეტრიაშვილის ასპარეზობა, ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
პარიზის ოლიმპიადა საზეიმოდ გუშინ დაიხურა, მომდევნო თამაშებს 2028 წელს ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს.