ქართველი ჩემპიონები - ავთანდილ ქორიძე #ტაიმაუტი

რუბრიკაში ქართველი ჩემპიონები, ამჯერად რომის ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთ ჩემპიონს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ავთანდილ ქორიძეს წარმოგიდგენთ. ჩემპიონი რომელსაც საერთაშორისო არენაზე შანსი მხოლოდ ორჯერ მიეცა და ორივეჯერ გამოიყენა. სპორტსმენი, რომელმაც 26 წლისამ კარიერა ოლიმპიური და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების სტატუსით დაასრულა.

#ტაიმაუტი