ქართული საოპერო მუსიკის საღამოები რეგიონებში
„ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში“ გრძელდება. პროექტის მიზანია ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოს ყველა რეგიონის მსმენელებისთვის ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობა. მორიგი კონცერტი ვანში გაიმართა. პროგრამაში იყო ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, დიმიტრი არაყიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.