ქართული საოპერო მუსიკის საღამოები რეგიონებში

12:30, 07.10.2026

საქართველოს რეგიონებში ქართული საოპერო მუსიკის საღამოები მიმდინარეობს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მაყურებლის წინაშე ახმეტაში წარდგნენ. შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, დიმიტრი არაყიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის, რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.

კონცერტს ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. პროექტი „ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. შემდეგი კონცერტი 11 ოქტომბერს ვანში გაიმართება.

მსგავსი