„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი 

12:02, 21.09.2026

„ქართული ოცნება“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. არგუმენტად დასახელებულია კონსტიტუციასთან აღნიშნული პოლიტიკური ძალის შეუსაბამობა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი განცხადებით, სარჩელის მიზანია, „ქართული ოცნება“ მმართველობაში ერთპარტიულად დარჩეს.

შეგახსენებთ, თვეების წინ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება უკვე მეორედ ხდება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხუთ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საქმიანობის უფლება აეკრძალებათ.

მსგავსი