“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გრძელდება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრებიან. მსჯელობის მთავარი თემა ის რეგულაციები და კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ.
თამარ წიკლაური გვიერთდება პირდაპირ ეთერში.