ქართული მუსიკის კონცერტი პარიზში
ქართული მუსიკის კონცერტი პარიზში – ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“. მაყურებლის წინაშე წარდგა ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა: საოპერო მომღერლებმა – იანო ალიბეგაშვილმა და გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.