ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაზე

12:30, 12.02.2025

საქართველო ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების სტენდები. მიმდინარე წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან 2 700-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი