„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 

18:32, 24.10.2026

პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ფარგლებში, გიგი პიანომენმა კონცერტი გამართა. მუსიკოსმა მსმენელს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები წარუდგინა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დასკვნითი გალა-კონცერტი კი 12 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაარსდა და  მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.

მსგავსი