ქართული ჯაზის საღამო ამერიკაში
აშშ-ის ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ეროვნულმა კულტურულმა ცენტრმა, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქართული ჯაზის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მიმართა და ქართულ-ამერიკული კულტურული კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.