ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება. ბოლო ინფორმაციით, ჯგუფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. დელეგაციაში როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან. შემადგენლობა და ვიზიტის დეტალები ჯერ ისევ ზუსტდება. თუ თბილისი ბრალდებებზე კიევიდან განმარტებებს მიიღებს, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც გაემგზავროს, რომელმაც წინა კვირას უკრაინელი კოლეგისგან ბუჩაში ჩასვლის მიწვევა პირადად მიიღო, თუმცა ამ მიწვევას შალვა პაპუაშვილმა არასათანადო უწოდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტის სპიკერის პასუხმა ქვეყნის იმიჯი დააზიანა და მნიშვნელოვანია, რომ ქართულ დელეგაციას სწორედ მან უხელმძღვანელოს.