ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი

ისტორიაში პირველად საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან. შეჯიბრის დაწყებამდე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც 25 ოქტომბერს დაგეგმილ მსოფლიო პირველობასთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებები გაკეთდა. გამარჯვებული სპორტსმენებისთვის განსაზღვრულია საპრიზო თანხები.

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით გაიმართება. ჩემპიონატი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.