ქართული აკაპელა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

15:28, 07.06.2025

ქართული აკაპელა ჯგუფი, სახელწოდებით bookmarks, ლაიფციგის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. კონკურსი ცნობილ „გევანდჰაუსის“ დარბაზში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჟიურიმ სხვადასხვა ქვეყნის აკაპელა ჯგუფებს შორის პირველი ადგილი bookmarks-ს მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია უკვე გაიმართა, დღეს კი ფესტივალის საფინალო კონცერტი შედგება, სადაც, ცნობილ გერმანულ და ფინურ ჯგუფებთან ერთად, ქართველები სამ სიმღერას შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს გერმანიაში, ფესტივალის ფარგლებში bookmarks-ის სოლო კონცერტიც ჩაინიშნა.

მსგავსი