„პროტური ფოთი 2025“ 

„პროტური ფოთი 2025“ დაიწყო – ოქროს ტბა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. იტალიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპორტსმენები ასპარეზობას ფოთში გააგრძელებენ. ტურნირის მასპინძლობის შემდეგ, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს განაცხადი საერთაშორისო ფედერაციაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით იმართება.