„გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ – დედაქალაქი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციას მასპინძლობს.
ოთხდღიან ღონისძიებას 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაერო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმა და გენერალურმა პროკურორმა. აღინიშნა, რომ პროკურატურის განვითარება საქართველოს მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა პანდემიასა და ამ პერიოდში გაზრდილ კიბერდანაშაულებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.