მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლო ერთი პოლიტპატიმრისა და ერთი მოქალაქის საქმეს გადასინჯვას, ხოლო ერთი პირის მიმართ უკვე გამამართელებელი განაჩენი გამოვიდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პოლიტპატიმარი სიმონ წურიაშვილი 2009 წელს, პოლიტიკური შეხედულებების გამო დააკავეს. რაც შეეხება კორნელი კუკულაძეს და გიორგი ონიანს, მაშინდელი ხელისუფლება მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით დაინტერესდნენ და ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. გარდაცვლილი კორნელი კუკულაძის საქმის გადახედვაში მონაწილეობას დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მისი შვილი ვახტანგ კუკულაძე მიიღებს.
შეგახსენებთ, განაჩენის გადასინჯის შუადგომლობით პროკურატურამ სასამართლოს სულ 58 საქმეზე მიმართა, ამათგან 13 პოლიტიკური სტატუსი მქონე საქმე. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი 22 პირის მიმართა უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.