პროექტ „ზრდას“ დახურვა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა საქართველოში“ დასრულდა. პროექტის შედეგები თბილისში გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. პროგრამა მიზნად ისახავდა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რამაც საერთო ჯამში, პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო. პროექტი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებშიც ხორციელდებოდა.