საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ. „რადიო თავისუფლების“ მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს შეწყალებული ჰყავს პატიმარი, რომელიც 140-ე მუხლის საფუძველზე იხდიდა სასჯელს, ეს მუხლი კი არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტს გულისხმობს.
ოპოზიცია აპირებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენოს, უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ არსებობს თანხმობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დაიხვეწოს ის კრიტერიუმები, რომლითაც პატიმართა შეწყალების საკითხის განხილვა ხდება.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე დეტალებით, გიორგი კობერიძე.