პრეზიდენტის ინიციატივა - გამოხმაურება

პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზების დასრულებასა და პრეზიდენტის ინიციატივას ბუტა რობაქიძის მამა და ნანა კაკაბაძე ეხმაურებიან. მათი განცხადებით, დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ. სოსო რობაქიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძისთვის კი გაუგებარია, რატომ დაიწყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების შერიგებაზე.