პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი, შეხვედრები ევროპაში, პოლიტიკური ერთობა და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებები – ეს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის მთავარი აქცენტებია. საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ხელისუფლებას ელჩის დაბრუნებისკენ მოუწოდა და ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა დაიკავეს და პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს.

თეონა მანაგაძე დეტალებით.