ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია, თუმცა წვლილი შეიტანა წარმატებაში, 50 ათასი ლარი გადაეცა, გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები და პერსონალიც. ასეთია პრემიერის გადაწყვეტილება. გუშინ ოლიმპიელებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ოლიმპიელები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს და მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი.