ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რინკეს შეხვდა. კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებას.
ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. ღარიბაშვილმა რინკეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია შეთანხმება, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.