პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, ანტონიუ კოშტა ადასტურებს, რომ პორტუგალია უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის. ანტონიუ კოშტას არ დაუზუსტებია, როდის და რა რაოდენობის ტანკები გადაეცემა კიევს. როგორც პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიასთან სათადარიგო ნაწილების შეძენაზე, რომლებიც საჭიროა პორტუგალიის კუთვნილი ტანკების შესაკეთებლად.
პორტუგალიას არმიის შეიარაღებაში „ლეოპრად 2“-ის 37 ტანკი აქვს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა უმოქმედოა. პორტუგალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ქვეყნის ეროვნულ სამხედრო პოტენციალს აღჭურვილობის თვალსაზრისით, საფრთხეს არ შეუქმნის.