პოლონეთის პრეზიდენტის ინტერვიუ

მიიღებს თუ არა დასავლეთი ახალ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე – გარკვეულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა საერთო შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ამბობს, რომ ის ამჟამად ამ საკითხის გადაწყვეტისგან თავს იკავებს. ასეთი გადაწყვეტილება ნატოელ მოკავშირეებთან ერთად უნდა მივიღოთ, უთხრა მან „ბიბისის“ ლონდონში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. დუდამ თქვა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს ამერიკული წარმოების 50-ზე ნაკლები F-16-ის ტიპის თვითმფრინავი აქვთ, რაც პოლონეთისთვისაც ცოტაა.