„ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების საშუალებას მისცემს, ის პატივს სცემს აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი წარმატებული ადამიანია და არ უყვარს წაგება. დუდას მოსაზრებით, იმის გავითვალისწინებთ, თუ რამხელა ინვესტიცია ჩადო შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, წარმოუდგენელია, რომ ტრამპმა რუსეთს მისცეს საშუალება გაანადგუროს უკრაინა.