გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიციას ცალსახა პოზიცია აქვს, პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, რომ გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, პოლიტიკურია და არღვევს 8 მარტის შეთანხმების პირობებს.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოიტანა.