პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ბორჯომში

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის XI საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. მსმენელთა წინაშე წარდგნენ ქართველი მუსიკოსები: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, გიგი პიანომენი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და ირაკლი ევსტაფიშვილი.

კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები საქართველოდან, ამერიკიდან და გერმანიიდან. 21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება მოსმენები სოლო ფორტეპიანოსა და საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობენ 6-დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდა პიანისტები.