ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიზაციის პროცესს ყოველთვის პატივს სცემდა, ეს კი იმის მიუხედავად, რომ მისი აზრით, საბჭოთა კავშირი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა. რუსეთის პრეზიდენტმა ამ თემაზე პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც უსაფრთხოების დაცვის უფლებას ეფუძნება.
ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტიც, რომელმაც თქვა, რომ მისი სახელმწიფო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ ცნობს.