თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ქანდაკების წრის წარმატებული მოსწავლეების, ლაზარე ნოზაძის და მათე სალხინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
პედაგოგის, მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილის თქმით, ეს ახალგაზრდების პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა ისინი თბილისში გამართულ სხვადასხვა გამოფენაში აქტიურად მონაწილეობენ.
გამოფენაზე ძირითადად ისტორიულ და ლიტერატურულ თემებზე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.