პენტაგონი უკრაინელ სამხედროთა წვრთნის პროექტს გააფართოებს

პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის თქმით, უკრაინული ძალების კვალიფიკაციის ზრდა „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება. აშშ ასევე აპირებს ბატალიონამდე გაზარდოს იმ უკრაინელ სამხედროთა რიცხვი, რომლებსაც ყოველთვიურად წვრთნის. როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, ახლა უკრაინული ძალების უნარ-ჩვევების თვალსაზრისით სრულად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე 2014 წელს იყო, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-მ უკრაინელი სამხედროების წვრთნა დაიწყო.