„გირჩი“ პატიმრობიდან იმ ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს, ვინც პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე მიეცა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარტიამ უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ პირის დაპატიმრებისას არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რაც კანონმდებლობის შესაბამისად არის გამყარებული, მათ შორის სამხრე კამერები და ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებები.
უმრავლესობაში „გირჩის“ ინიციატივას პოლიციის დისკრედიტაციად მიიჩნევენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამით სამართალდამცავთა მიმართ უნდობლობა დასტურდება.