პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი
გვიან ღამემდე გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მარტს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი. დაკავებულების ნაწილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ჯარიმა დააკისრა 2 000-დან 3 000 ლარამდე. დაკავებულთა ნაწილის საქმის განხილვა კი გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება.