პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

სახელმწიფო გადაწყვეტილებად აფასებენ დეპუტატები საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრების გადაწყვეტილებას. „ქართულ ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ ამ ვიზიტით არსებული დაძაბულობა და გაუგებრობები მოგვარდება. ოპოზიცია ცალსახად პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“, კონკრეტულად შალვა პაპუაშვილის წასვლის გადაწყვეტილებას, მათი თქმით, ეს საზოგადობის მოთხოვნაზე სწორი პასუხია.