გადაწყვეტილება მიღებულია – შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მიემგზავრება და ის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს. ვიზიტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კავშირი იყო უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენი კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ,“ – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, შედიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
რა შეფასებები კეთდება პარლამენტში, თეონა მანაგაძე გვიერთდება.