უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე შედეგებს პირადად გაეცნობიან ქართველი დეპუტატები.
კანონმდებლები მეგობარ ქვეყანაში 15 აპრილს გაემგზავრებიან. საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. პოლიტიკური სპექტრი ახლა ბოლო დეტალებს აზუსტებს. თუმცა, დაგეგმილი ვიზიტი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დღეს ურთიერთბრალდებების მთავარი თემა იყო. ოპონენტების კრიტიკა ბუჩაში პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლის სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ მიერ დაყენებულ პირობებს შეეხებოდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ომის ვითარებაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლებთან ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. თავად შალვა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლის საკითხი კი ისევ ღიად რჩება. თემაზე განმარტებები დღეს მმართველი გუნდი თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ხელისიფლებებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერთ-ერთი პრობლემა უკრაინის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ყოფნაა. „ქართული ოცნება“ უკრაინული მხარისგან განმარტებებს ელოდება კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და ელჩის გაწვევის მიზეზებზე.