ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე საზეიმოდ დაიხურა. გახსნის ცერემონიისგან განსხვავებით, რომელიც მდინარე სენაზე გაიმართა, დახურვის ცერემონია სტადიონზე შედგა და ის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებიც ოლიმპიადას ბოლო საშეჯიბრო დღემდე შემორჩნენ.
საქართველოს დელეგაციის მედროშე, მოჭიდავე, ახლა უკვე ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი იყო. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 28 სპორტსმენით წარდგა და საბოლოო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა, ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ. ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ლაშა გურული დაეუფლა. საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მაღალი 24-ე ადგილი დაიკავა.